19:44 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 18:33:43, 1488 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დააჯილდოვა და ზუგდიდში ოთხოზორიას ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“,  პირადად გადასცა.

„დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა.

ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგების და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია“,  - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics