19:44 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 14:24:33, 1346 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული 53 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასუტრეს.

მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა და მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, ძლიერი ქარის გამო, გუშინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლები ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა ორი ავტომობილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics