22:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 12:40:05, 807 ნახვა

ეკონომიკა
მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.7 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 227.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 28.7 მილიონი აშშ დოლარით (66.7 მილიონი ლარით), ანუ 22.7%-ით ნაკლებია.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილ თანხებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.3 მილიონი აშშ დოლარი (30.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მილიონი აშშ დოლარისა (25.5 მილიონი ლარისა) გასული წლის მაისში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics