|
2018-12-25 18:39:38, 1210 ნახვა
საზოგადოება
სოფო კილაძე რელიგიურ საკითხებზე მსჯელობისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიცრელიგიურ თემებთან დაკავშირებული ერთიანი კანონპროექტის მომზადებაზე იმუშავებს. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე კომიტეტისთავმჯდომარემ განაცხადა. სოფო კილაძის თქმით, თუ გავითვალისწინებთ რელიგიის თემაზე დაგროვებულ სხვადასხვა გააქტიურებულსაკითხს, უმჯობესი იქნება ფართო ჩართულობის სამუშაო ჯგუფში მოხდეს მათი განხილვა. „გთავაზობთ, მსჯელობა გადავიტანოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ნორმატიულ აქტშირელიგიის საკითხების დარეგულირების შესაძლებლობა, ისე რელიგიის შესახებ კანონის პროექტის მომზადება. დეპუტატებთან ერთადჯგუფში ჩართულობას ვთხოვთ არასამთავრობო სექტორს, საქართველოში წარმოდგენილი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს დაყველა დაინტერესებულ მხარეს"- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. ინიციატივას კომიტეტის სხდომაზე დამსწრე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დადებითად გამოეხმაურნენ. სამუშაო ჯგუფისპირველი შეხვედრა 21 იანვარს ჩაინიშნა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)