|
2018-12-24 12:03:20, 986 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სულიერი ცხოვრების ციცინათელები“ გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს ხელოვანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ასევე, ისაუბრეს კულტურის სფეროში მათ მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე. ღონისძიებაში მონაწილეობენ: დეკანოზი ბიძინა (გუნია), ზურაბ ერქვანია, ელდარ გეწაძე, ლევან ღვინჯილია, დავით საყვარელიძე, გიორგი ბალახაშვილი. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვოკალური ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები: თემურ გუგუშვილი, თემურ ელიავა, ლამარა გოგლიჩიძე, ლელა უსეინაშვილი, 2018 წლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი ლექსო კაპანაძე და 195-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ქაშიბაძე. საღამოზე წარმოდგენილი იყო სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას მოღვაწეობის ამსახველი სურათების გამოფენა. საღამოს არქიმანდრიტი ადამ ახალაძე უძღვებოდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
(NS)
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)