|
2018-12-18 14:18:09, 1046 ნახვა
საზოგადოება
თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტირონგი ღამის საათებში სპეციალური რეიდების სახით ტარდება
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში ღამის საათებში ჩატარებული სპეციალური რეიდების დროს რესტორნები, ლაუნჯ-ბარები და ღამის კლუბი დაჯარიმდა, - ამის შესახენ ინფორმაციას "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის ფაქტებმა განსაკუთრებით დედაქალაქის სამასპინძლო დაწესებულებებში იმატა. ალიანსში აცხადებენ, რომ ზოგიერთი კაფე-ბარის და რესტორნის ადმინისტრაცია მწეველ სტუმრებს არათუ ხელს არ უშლის, არამედ მაგიდებს საფერფლეებითაც ამარაგებს. "კვლავ რთული მდგომარეობაა მარჯანიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჩილიმ ბარებში: კორა, ბაღდადი, იშტარი, სადაც 16 დეკემბერს კვლავაც დაფიქსირდა ჩილიმის მოწევის შემთხვევები, რის გამოც აღნიშნული ობიექტების ადმინისტრაციები განმეორებითი დარღვევის გამო 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ჩილიმ-ბარები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს მოწყობილი სპეციალური რეიდის დროს და მოგვიანებითაც დაჯარიმდნენ. ასევე, განმეორებით დარღვევისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა რესტორან „მარტინის“ ადმინისტრაციას, სადაც სიგარეტს ეწეოდნენ. 16 დეკემბერს, თელავში ორი სლოტ კლუბი დაჯარიმდა. იმავე დღეს ჯარიმა გამოუწერეს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარს „კაიროს“, სადაც სიგარეტს ეწეოდნენ. თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. მოწევა დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)