13:09 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 16:49:14, 1168 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება

15-16 დეკემბერს, თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო", მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

სამინისტროს ინფორმაციით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის  და მისგან წარმოებული  მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელს მსოფლიოში.

ორი დღის მანძილზე, კონკურსის ჟიურის წევრები  87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუშს შეაფასებენ. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მწარმოებლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო.

საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან  მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics