02:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 12:40:40, 3593 ნახვა

მსოფლიო
ჯონ ბოლტონი: ტრამპის და პუტინის შეხვედრა უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებამდე არ შედგება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს არ შეხვდება მანამ, სანამ ოფიციალური მოსკოვი უკრაინულ გემებსა და მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განუცხადა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ვიდრე უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი დაკავებულია, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს“, - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

ცნობისთვის, მომხდარი ინციდენტის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა, რომელიც არგენტინაში G20 სამიტის დროს იყო დაგეგმილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics