|
2018-12-11 17:03:16, 885 ნახვა
საზოგადოება
თოფურიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. აღნიშნულ ქუჩაზე ასევე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი. დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „ვაშლიჯვარში მასშტაბური პროექტი განხორციელდა. თოფურიძის ქუჩა ძალიან დაზიანებული იყო. შესაბამისად, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბურთალოს გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 586 121 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)