10:20 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 18:56:35, 1023 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ახალი ურნები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა განათავსა და საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ის ურნები წარუდგინა, რომელიც უახლოეს მომავალში, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე განლაგდება.

საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ტურისტულ ზონებში - რუსთაველის გამზირზე,  ორბელიანისა და გუდიაშვილის განახლებულ მოედნებზე, ასევე, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ ქალაქში განსათავსებლად ნარჩენების სეპარაციის ისეთი ურნები შეისყიდა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისგან შედგება.

„საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სეპარაციის ურნები მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება. ურნები პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდისა და მინის სექციისგან შედგება. საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც ნარჩენებს მეორად პროდუქტად ამუშავებს. ამიტომ, ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, ნარჩენებისგან სხვადასხვა პროდუქტი შექმნან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია ასევე, მწეველებისთვის.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც სიგარეტის ნამწვისგან ცეცხლი ჩნდება. ამიტომ, ქალაქში სეპარაციის ურნების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics