|
2018-12-10 16:52:50, 1758 ნახვა
სამართალი
ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის, ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც მოკლულის დედამ, ნათია გაბოძემ განაცხადა, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. “რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, პროკურატურამ, გამოძიებამ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ სწორად წაიყვანეს რაც შეეხებოდა ამ პროცესს. სწორი გათვლა გააკეთეს. კანონი არსებობს“, - განაცხადა ნათია გაბოძემ. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)