10:19 - 02 Aug, 2026
|
2018-12-08 16:41:18, 1732 ნახვა
საზოგადოება
9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 9 დეკემბერს, შოკოლადის ფესტივალი გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება. ადგილზე მომზადდება ცხელი შოკოლადი და გაკეთდება შოკოლადის შადრევანი. ფესტივალზე მისული სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული სანტა და ელფები იზრუნებენ. ღონისძიება ნაძვის ხის საზეიმო ანთებით დასრულდება. აღნიშნული გამოფენის მიზანია, შოკოლადის პროდუქციის მრავალფეროვნების დემონსტრირება და სტუმრებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნა. შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში - “Event Square” 9 დეკემბერს, 12:00 საათიდან 18:00-მდე ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)