|
2018-12-06 18:16:48, 1349 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის ანგარიშში სამხედრო განათლება მიმოიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშში ყურადღება სამხედრო განათლებაზეც გაამახვილა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო განათლება შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული აქცენტი კარიერულ განვითარებაზე გაამახვილა. ლევან იზორიას განმარტებით, მნიშვნელოვანია დაწინაურების ისეთი სისტემის შექმნა, სადაც კარიერული წინსვლა დამოკიდებული იქნება სამხედროების განათლებაზე და პროფესიულ მომზადებაზე. „განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე, საბჭოების მიერ მიუკერძოებლად ხდება დაწინაურება. ოფიცრის და სერჟანტის კარიერული წინსვლა დამოკიდებული იქნება მხოლოდ მათ უნარებსა და შესაძლებლობებზე“. - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)