09:10 - 02 Aug, 2026
|
2018-12-06 18:10:55, 1342 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია: სამხედროებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა უმჯობესდება
„დავიწყეთ ახალი, გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. რეფორმა წელს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შეეხო“, - აღნიშნული სიახლის შესახებ ლევან იზორიამ უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების წინაშე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჟამად საუბარია ინსტრუქტორებსა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ბატალიონებზე. „ჩვენ გვაქვს ამბიცია მოვიცვათ სხვა ელიტური ბატალიონებიც, რათა სახელფასო პოლიტიკა და გაუმჯობესებული ანაზღაურება იყოს რეალობა. 2020 წლისთვის 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე შეძლებს განახლებული სახელფასო უზრუნველყოფის მიღებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)