09:11 - 02 Aug, 2026
|
2018-12-06 17:39:30, 1206 ნახვა
საზოგადოება
იზორია: ადგილობრივი სამხედრო წარმოების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს ლევან იზორიამ ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო წარმოების ხელშეწყობა უწყების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „ჩვენ პირველად სწორედ დელტას მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მივიღეთ ხმარებაში. ამისთვის 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ბიუჯეტში და ამას მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შეძენით საუდის არაბეთი და ინდონეზია არიან დაინტერესებულნი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)