|
2018-12-06 17:08:13, 867 ნახვა
საზოგადოება
ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს. „გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი ათწლეულის მანძილზე, საჯარო სამსახურსა და უამრავ სხვა გამორჩეულ პოზიციაზე ყოფნისას, სიბრძნითა და გონიერებით მუდმივად ახდენდა ერთგულებისა და თანაგრძნობის დემონსტრირებას. აღსანიშნავია, მისი დიდი წვლილი ცივი ომის მშვიდობიანი დასასრულის და ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოს როლის განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას, ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)