09:11 - 02 Aug, 2026
|
2018-12-05 21:49:41, 1466 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა რურუას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას ოჯახს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირადად მიუსამძიმრა. „მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც ნიკა რურუა ცხოვრობდა, დილიდან ხალხმრავლობაა. პოლიტიკოსის ოჯახს მისი მხარდამჭერები, ახლობლები და მეგობრები უსამძიმრებენ. ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)