|
2018-12-04 17:08:23, 4695 ნახვა
საზოგადოება
ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [LIVE]
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ზანდუკელის N21-ში ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამასთან, ადგილზე ნიკა რურუას მეგობრები, მხარდამჭერები და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. ნიკა რურუა 1968 წლის 17 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა(ატლანტა, აშშ). 2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი(აშშ); 2004-2008წწ. გაზეთ "24 საათის" იურიდიული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. არის ავტორი სტატიების კრებულისა "თავისუფლების კანონი". იგი ასევე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008). მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)