|
2015-01-21 14:36:28, 5026 ნახვა
კომენტარი
ხატიაშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ადამიანების ორგანიზებული იქნება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანების მიერ იქნება ორგანიზებული, რომლებიც ხელისუფლებაში არიან მოკალათებულები და რომლებსაც მისი შვილის მკვლელობაში მიუძღვით წვლილი. რაც შეეხება შემსრულებლებს, ხატიაშვილის თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. "ვფიქრობ, რომ იმ ბინძური ადამიანების ორგანიზებული იქნება, ვინც ხელები აფათურეს მისი შვილის მკვლელობაში და მან ახალი მტკიცებულებები მოიძია. მათ მიერ იქნება ორგანიზებული, რომლებიც მოკალათებული არიან ხელისუფლებაში და მიუძღვით წვლილი მისი შვილის მკვლელობაში. ვინ შეასრულა, ამას უკვე გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)