06:09 - 02 Aug, 2026
|
2018-11-27 18:40:10, 1497 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა 71.7%-მა ყველა დროის საუკეთესო პირველ ლედიდ სანდრა რულოვსი დაასახელა
საზოგადოებრივი აზრის კვლევითი კომპანიის Express Research-ის გამოკითხვის თანახმად, ყველა დროის საუკეთესო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელიზაბეტ რულოვსია. მან გამოკითხულთა 71.7%-ის მოწონება დაიმსახურა. მეორე ადგილზე მოქმედი პირველი ლედი მაკა ჩიჩუაა. ის გამოკითხული მოსახლეობის 22.8%-ს მოსწონს. მესამე ადგილს ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე იკავებს. მას გამოკითხულთა 4,3%-მა დაუჭირა მხარი. კვლევის მიხედვით, 1.2%-ს მანანა არჩვაძე-გამსახურდია მოსწონს. Express Research-ის გამოკითხვაში, 25-54 წლის საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სულ 1200 ადამიანი გამოიკითხა. მათგან 66,98 % კაცი იყო, 33,63 % კი, ქალი. Express Research - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და კვლევებს 2013 წლიდან ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)