|
2018-11-27 17:42:32, 1233 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
რა პროცედურებს გადის მგზავრი აეროპორტში, სანამთვითმფრინავში ჩაჯდება- ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა ერთი დღით ბაღდადის #2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.სკოლის მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას. როგორ მუშაობს აეაროპორტში სარეგისტრაციო დახლი, როგორ მოქმედებსმგზავრთა შემოწმებისასუსაფრთხოების კუთხით საავიაციო უშიშროების განყოფილება და საიდან ხდება ბარგის მიღება-განაწილება თვითმფრინავში ატანამდე. ამის შესახებ მე-7 კლასელებსქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზვრთა გადაყვანის სამსახურის მენეჯერიომარ ტყეშელაშვილი ესაუბრა. ბაღდათის #2საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებარე ტერმინალისამგზავრო ტერმინალი დაათვალიერეს და ბაქანზე გავიდნენ. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მოსწავლეებთან ერთად ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მანანა კაპეტივაძე იმყოფებოდა. მოსწავლეებმა მისი დახმარებით სიმულაციური რეგისტრაცია ინგლისურ ენაზე გაიარეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)