|
2018-11-26 17:55:23, 974 ნახვა
საზოგადოება
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების 2018 წლის მაჩვენებლები წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის(ISET) კვლევითი ინსტიტუტის „რეფორმატორი“ მიერ წარმოდგენილ „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის" შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების 2018 წლის მაჩვენებლები წარმოადგინა. საუბარი შეეხო, უწყების ინსტიტუციური მოწყობის, ადამიანური რესურსების განვითარების, ინფრასტრუქტურისა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი მართვის, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობის საკითხებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებშიგანხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)