11:59 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 15:15:18, 1292 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - მთავარი კვლევა არჩევნებია, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი კვლევა არჩევნებია.

„არჩევნები - ეს არის მთავარი კვლევა. შეიძლება პარალელურ დათვლას, ეგზიტპოლებს,  რაღაც ყურადღება დაუთმოთ, თუმცა ასეთი დაძაბულობის პირობებში, არ მგონია, რომელიმე კვლევას ყურადღება უნდა მივაქციოთ აქეთ თუ იქით, იმიტომ რომ ასე საპირისპირო კვლევაც არსებობს, მაგრამ რეალურად საზოგადოების განწყობები ვიცით . რაც შეეხება ხმების გადანაწილებას, მე ეს კვლევაც ჰაერიდან მოტანილი მგონია , ვინაიდან საზოგადოებას ჩვენც კარგად ვიცნობთ ვხვდებით ხალხს და დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ  არის საკმაოდ აგრესიული და გაცილებით უფრო აგრესიული,ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. ამას თავისი  მიზეზები აქვს, შემიძლია ჩამოგითვალოთ კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი  ელოდებოდა,რომ  "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა გარკვეული ძალიან დამაბალანსებელი , მმართველობის დამაბალანსებელი იმ კონსტიტუციის მიხედვით,რომელიც საქართველოში მოქმედებს და ბევრმა დაინახა,რომ ეს ასე არ არის,ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გვპირდება  , ანტიკონსტიტუციური ქმედებებით გვემუქრება "ნაციონალური მოძრაობა" . ასე,რომ აქედან გამომდინარეობს გადაწყვეტილებების ძალიან მნიშვნელოვანი ცვლა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics