00:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 13:04:18, 2209 ნახვა

მსოფლიო
გრიგორი კარასინი: ქერჩში მომხდარი პროვოკაცია, ანტირუსული სანქციების გამკაცრებისკენაა მიმართული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ქერჩის სრუტეში მომხდარი კონფლიქტი უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

კარასინის თქმით, აღნიშნული პროვოკაცია ნტირუსული სანქციების გამძაფრებისკენაა მიმართული.

"გასაგებია მიზნები - ეს ყველაფერი უკრაინის ბიძგია, რათა საომარი მდგომარეობა გამოაცხადონ, დასავლეთის ანტირუსული განწყობის მობილიზება უზრუნველყონ, რათა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდეს. ეს ყველაფერი პეტრო პოროშენნკოს არჩევნებში მოგებას გაუმარტივებს. ეს დროში გათვლილი, დაგეგმილი პროვოკაციაა“ , - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

თავის მხრივ, ევროკავშირმა და ნატო-მ რუსეთსა და უკრაინას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. გაერო-მ საგანგებო სხდომა ჩანიშნა, სადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ფაქტის და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics