05:14 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 14:22:14, 1319 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ბახტაძემ ბათუმში სასტუმრო „Courtyard by Marriott"-ის მშენებლობისპროცესი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, სასტუმრო „Courtyard by Marriott"-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექს„ალიანს პალასის" შენობის პირველ ხუთ სართულზე, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის„Courtyard by Marriott" 150-ნომრიანი სასტუმრო, ხოლო დანარჩენ სართულებზე პრემიუმკლასის სასტუმრო აპარტამენტები განთავსდება.

 მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები. ამ ეტაპზემიმდინარეობს „ალიანს პალასის" სასტუმრო აპარტამენტების ნაწილის ინტერიერისსარემონტო სამუშაოები, რომელიც საერთაშორისო სტუდია „D 73-ის" დიზაინის მიხედვითგაკეთდა და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

 პარალელურად აქტიურ ფაზაშია შიდა სამშენებელო სამუშაოები „ქორთიარდ მარიოტის"ნაწილში და პირველი სტუმრების მიღებას სასტუმრო მომავალი წლიდან დაიწყებს.

 „ალიანს ჯგუფის" პროექტში „ქორთიარდ მარიოტის" გარდა კიდევ ერთი საერთაშორისოკომპანია „Sophos Hotels" შემოდის, რომელიც კომპლექსის მართვას უზრუნველყოფს.

 პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 45 მლნ. აშშ დოლარს აღემატება დასამუშაოებში 1000-მდე ადამიანი არის ჩართული. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგპროექტი 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics