05:14 - 02 Aug, 2026
|
2018-11-24 15:19:51, 1527 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: საარჩევნო კამპანიამ არასპორტულ რეჟიმში გადამიყვანა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სპორტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. "ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. როდესაც ვიცით, რომ გარემოს დაცულობა არ არის მაღალ დონეზე, ჰაერი დაბინძურებულია, არსებობს სენი ნარკომანია, ალტერნატიული გზა არის სპორტი. ვცდილობ ასე ვიცხოვრო, სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიამ არასპორტულ რეჟიმში გადამიყვანა. ვეცადე, რომ დავესწრო ყველა მნიშვნელოვან მატჩს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა საქართველოს გვერდით იყოს არა მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების დროს, არამედ სპორტსმენების გვერდით იდგეს ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)