14:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 19:41:30, 2458 ნახვა

სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე თურქმა სამართალდამცველებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ თურქმა სამართალდამცველებმა საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც გორაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, თურქულმა მხარემ არ ჩათვალა, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება უნდა მომხდარიყო.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგი თავისუფალია. შესაბამისად, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ამაში უკანონოს ვერაფერს ვხედავთ, თურქეთის სახელმწიფომ არ ჩათვალა, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო. მისი საქართველოში ექსტრადაცია უკანონო იქნებოდა, მით უმეტეს, როდესაც მის წინააღმდეგ ძალიან ბევრ უკანონობას ჩადის ჩვენი სახელმწიფო“, - განუცხადა კობაიძემ „რუსთავი 2“-ს.

ცნობისთვის, მინდია გორაძე თურქეთში, 25 ოქტომბერს დააკავეს. იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი დაკავება ტრაპზონში,  სპეციალური რეიდის ფარგლებში მოხდა. სამართალდამცველებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც მინდა გორაძე აღმოჩნდა. მათ ადგილზე არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მინდია გორაძეს ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მიმდინარე წლის 21 ივლისს ქუთაისის სასამართლომ ბრალდებულ მინდია გორაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics