21:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 15:31:52, 1978 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიის, „Küehne + Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი  22 ნოემბერს  შვეიცარიული სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის,  „Küehne + Nagel"-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით.

 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივები. კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას 2019 წლის მეორე ნახევარში განიხილავს.

„Küehne + Nagel" წარმოადგენს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც 1980 წელს ქ. ბრემენში, გერმანიაში დაარსდა. კომპანია ეწევა საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვებს, საკონტრაქტო და ინტეგრირებულ ლოგისტიკურ მომსახურებას. „Küehne + Nagel" გააჩნია 1300-მდე წარმომადგენლობა 100 ქვეყანაში. დასაქმებული ჰყავს მთლიანობაში დაახლოებით 97 000 თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა კი 2017 წელს 18.59 მილიარდი შვეიცარული ფრანკი  (სუფთა მოგება - 7,02 მილიარდი CHF) შეადგინა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ქალაქ ფოიზისბერგში.

„Küehne + Nagel" შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო-ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics