|
2018-11-20 14:01:31, 1474 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ვალის ჩამოწერის ინიციატივა შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ეხება, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლას საჭიროებს. ომბუდსმენის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ანაზღაურდება საბანკო დავალიანება, თუმცა მთავრობის ინიციატივაში კითხვის ნიშნებს ხედავს. „ეს საკითხი ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალადამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)