03:20 - 02 Aug, 2026
|
2018-11-20 12:25:16, 1461 ნახვა
საზოგადოება
ხობში აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა
ხობში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე 5 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვაბელის გუგა ქაშიბაძს თქმით, 67 წლის მამაკაცს სხეულის უნივერსალური დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „სამწუხაროდ , ერთი პაციენტი 7 საათზე დაახლოებით გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა სხეული უნივერსალური დამწვრობა 95 პროცენტი, სასუნთქი გზების დაზიანება, უმძიმესი დამწვრობითი შოკი. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში", - განაცხადა ქაშიბაძემ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)