|
2018-11-20 10:09:33, 1356 ნახვა
კომენტარი
გახარია: დაისჯება ყველა, თუ ვინმემ პატრულს მითითება მისცა, რომ ნაცვლიშვილისთვის შეღავათი გაეწია
ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, დაისჯება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისივე თქმით, კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. "საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ლაშა ნაცვლიშვილი, საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს, ახლა, ამ ტრაგედიის ფონზე ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ერთი. რაც შეეხება, კონკრეტულ საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი - ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს - დაისჯება. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც დაისჯება. მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში, მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)