|
2018-11-16 17:19:12, 1619 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტმა სამედიცინო ბიოდაცვის მე -16 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში. სამედიცინო ბიოდაცვის მე -16 კონფერენცია ქალაქ მიუნჰენში, გერმანიაში ჩატარდა. კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და ბიოდაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე განხილული იყო „ვექტორებით გადამტანი დაავადებების“, „ბიოლოგიური ტოქსინების“, „ანტივირუსების, ანტიბიოტიკების და ვაქცინაციის საკითხები”, ასევე, „თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მისი გამოსახულებების“ ნაირსახეობები. ლაბორატორიის სპეციალისტმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია თემით: „ლაბორატორიული ნარჩენების მართვა ახალი რეგულაციების გათვალისწინებით სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქსელში“. ახალი რეგულაცია ლაბორატორიაში მიმდინარე წელს დაინერგა და წარმოადგენს ნარჩენების მართვის გამარტივებულ და მოქნილ სისტემას.
(NS
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)