01:42 - 02 Aug, 2026
|
2018-11-16 14:45:32, 1272 ნახვა
საზოგადოება
ხმალაძე: 2019 წლის ბიუჯეტის თანხა გათვალისწინებულია MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის ძირის დასაფარად
„დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაზრდილა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება და არა წარმომადგენლობითი ხარჯი. „გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, ვინაიდან 2019 წლიდან დგება MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, სწორედ ამისთვის არის გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)