01:41 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 13:57:41, 1451 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს მიმართავს, შენობების გათბობა დროულად უზრუნველყონ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს მოუწოდებს, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსწავლეებს გაკვეთილზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად უნდა მიეცეთ.

„ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ,“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics