01:41 - 02 Aug, 2026
|
2018-11-16 10:49:45, 1618 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო იქმნება
საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება. როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, წამლის სააგენტო 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. იგი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდება. აღსანიშნავია, რომ დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეიქმნება სარეორგანიზაციო კომისია, რომელიც წამლის სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებსა და ამოცანებს განსაზღვრავს. წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის და გათავისუფლების უფლებამოსილება ჯანდაცვის მინისტრს ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)