|
2018-11-16 10:37:41, 2597 ნახვა
მსოფლიო
შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
შვედეთის ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი ოპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც ის აცხადებს, მკვლელობა მან თავდაცვის მიზნით ჩაიინა. აღსანიშნავია, რომ ის ვერ ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არის მამაკაცის სხეული დანაწევრებული. გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. შვედეთის პროკურატურამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" შვედეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)