|
2015-06-13 11:31:38, 535 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქცია მოაწყვეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქცია მოაწყვეს. აქციის ფარგლებში, სანზონაში, ყოფილი მერვე საავადმყოფოს მიმდებარედ არსებული ტყე-პარკი დასუფთავდა. დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა „თბილსერვის ჯგუფმა“ გამოყო. აქტივობაში ჩართულები იყვნენ არასრულწლოვნები სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან. მოზარდებმა ტერიტორიიდან გაიტანეს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სხვა სახის ნარჩენები. აქციაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, ცენტრის დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოს „ახალგაზრდულ კლუბის" ბენეფიციარები და "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა „თბილსერვის ჯგუფმა“ გამოყო. აქტივობაში ჩართულები იყვნენ არასრულწლოვნები სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან. პროგრამა „ახალგაზრდული კლუბის" მიზანია დანაშაულის თავიდან არიდება და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. „ახალგაზრდული კლუბი" თბილისში, მედიაციის სახლში ფუნქციონირებს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება. ცენტრი კოორდინაციას უწევს ამ კატეგორიის ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებების საქმიანობასაც. დასუფთავების აქციის მონაწილეები მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ, დაიცვან სისუფთავე და ნარჩენები შესაბამის კონტეინერებში მოათავსონ.
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)