23:21 - 01 Aug, 2026
|
2018-11-10 12:00:49, 1338 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილი პატრიარქს - ვფიქრობ, ხალხი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს
„ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც პატრიარქმა ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე მიიღო და დალოცა. შეხვედრაზე ილია მეორე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი, რაზეც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მაღალია ქვეყნის დემოკრატიულობა. „მე მგონი, ამ არჩევნებით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად. ქვეყნის დემოკრატიულობა. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა, კითხვები ბევრია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)