22:30 - 01 Aug, 2026
|
2018-11-08 18:10:04, 1444 ნახვა
საზოგადოება
ენმ-ის მხარდამჭერი სალომე ზურაბიშვილს: აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვინ დაიწყო [ვიდეო]
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩასული სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. ლანა ღვინჯილიამ პრეზიდენტობის კანდიდატს „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა. "აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვინ დაიწყო და ვისი ბრალია", - მიმართა ღვინჯილიამ ზურაბიშვილს. ამ კომენტარს პრეზიდენტობის კანდიდატმა ასე უპასუხა: "მე აქ ჩამოსული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი და ახლა განცხადებების დრო არ არის".
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)