|
2018-11-05 09:18:57, 890 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართა, რომელიც ორდღიანია და 4 ნოემბერსაც გაგრძელდება. მასზე წარმოდგენილი იყო ქრიზანთემებისა და გეორგინების სხვადასხვა სახეობები, ასევე, შემოდგომის ყვავილები და კომპოზიციები. გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა დაათვალიერეს, როგორც ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ასევე, იმ მსხვილი კომპანიებისა და სათბურების პროდუქცია, რომლებიც თბილისში არსებულ ყვავილების მაღაზიებსა და სალონებს ამარაგებენ. მნახველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ მათთვის საინტერესო მცენარეები და კომპოზიციები. როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ აღნიშნა, გამოფენა წელს უკვე მეორედ ტარდება და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. „ყვავილების გამოფენა, რომელიც ყოველ შემოდგომაზე იმართება, უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ საზოგადოების გამოხმაურება საკმაოდ დიდია. გამოფენის მიზანი იყო, პოპულარიზაცია გაგვეწია შემოდგომის ყვავილებისა და სხვადასხვა კოლექციებისთვის. დღეს, წარმოვადგინეთ 95-მდე ჯიშის ქრიზანთემა, რომლებიც ქრიზანთემების ჯიშთა შორის საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებაა. ბოტანიკურ ბაღში ქრიზანთემების დაახლოებით 150-მდე ჯიშია, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში, მოყვავილე მხოლოდ აქ გამოფენილი ჯიშები გახლავთ. ასევე, გვაქვს 20-მდე ჯიშის გიორგინა. გამოფენაზე სხვა ორგანიზაციებსაც მივეცით საშუალება, წარმოედგინათ თავიანთი მოყვავილე მცენარეეები. ფესტივალებისა და გამოფენების ტრადიციას კვლავაც გავაგრძელებთ და ბოტანიკური ბაღის სტუმრებს მუდამ ექნებათ შესაძლებლობა, ისიამოვნონ ჩვენს საგამოფენო სივრცეში გამართული სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებით“, - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ. ყვავილების გამოფენა სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) გაიმართა. 4 ნოემბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებელს ყვავილების გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ისევ ექნება.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)