21:26 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-04 13:24:44, 1152 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის   რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები უტარდება მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიან მონაკვეთს და მასზე არსებულ სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი).  
მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, კახეთში სარწყავი წყლის მიწოდება 5000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით   მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა ისარგებლებს. 
საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics