|
2018-10-31 17:25:00, 1169 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გიორგი ვაშაძის ბრალდებას უარყოფს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს. როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „ამათგან მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია. შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, მათ მიეცათ რეკომენდაცია მკურნალობაზე, რის შემდეგაც კლინიკიდან გაეწერნენ. მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავ ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. კლინიკაში შეყვანისას, გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინა ბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა. კლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა, ვინაიდან დაშავებულების მართვისთვის ყველა რესურსი გააჩნდა, შესაბამისად, კატასტროფის ეკიპაჟი არ გამოიძახა. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო რეანომობილმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა პაციენტების მომსახურებაზე. ახლობლების მოთხოვნით, ახალქალაქის კლინიკიდან ორი პაციენტის თბილისში ჰოსპიტალიზაცია ერთ-ერთი კერძო კატასტროფის ეკიპაჟმა განახორციელა. ამ დროისთვის, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკა „ტრავმატოლოგში“ რჩებიან“, - ნათქვამაი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებაში.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)