|
2018-10-31 11:47:13, 844 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ Fintech მიმართულების განვითარების მიზნით უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო
მთელი საქართველოს ბანკის ორგანიზებით, Fintech ტექლოგოგიების განვითარების მიზნით, თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო. ექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვის თემატიკას მოიცავს. შეხვედრების სერიის დაწყების მიზანს წარმოადგენს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს შესახებ ცნობადობის გაზრდა, სტუდენტებისათვის ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობების გაცნობა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით პირველი შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს შეხვედრაზე ელექტრონული საბანკო ინოვაციების სპეციალისტებმა გააცნეს თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან მსოფლიოს წამყვანი ბანკები დიჯიტალიზაციის კუთხით, როგორ ნერგავენ ისინი ინოვაციებს და ბანკთან თანამშრომლობის რა გზები და შესაძლებლობები არსებობს ფინტექ სტარტაპებისათვის. ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge და ასევე, ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.
(R)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)