|
2018-10-30 17:28:53, 1511 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის აქცია გრძელდება
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 სექტემბრის N454 დადგენილების საფუძველზე, სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა“ 2018 წლის ოქტომბრიდან სსიპ „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში დაიწყო C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი სახელწოდებით „საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“. აღნიშნული პროექტის მიზანია, იუსტიციის სახლის ვიზიტორებს, სხვა სერვისებთან ერთად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოს C ჰეპატიტის სკრინინგის უფასო სერვისი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დამატებითი ძალისხმევის გარეშე შეძლონ C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება, ინფიცირების სტატუსის გასარკვევად. იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქის სკრინინგი 3 წუთიანი პროცედურაა, სკრინინგის შედეგი მოქალაქეს ეცნობება იმავე დღის ბოლოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. აღნიშნული პროექტით მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური შანსი დამატებითი დროისა და ფინანსური დანახარჯის გარეშე ჩაიტარონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი და ინფიცირების დადებითი სტატუსის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ჩაერთონ მკურნალობაში და განიკურნონ. C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა, რომლის ღირებულება სხვა ქვეყნებში შეადგენს 60-დან 80 ათას ევრომდე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სსიპ „იუსტიციის სახლი“ და სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ მოუწოდებს მოქალაქეებს დროულად მიმართონ სკრინინგის ცენტრებს და სამკურნალო დაწესებულებებს, რათა ისარგებლონ იმ უნიკალური შესაძლებლობით, რომელიც ეძლევათ 2020 წლის ბოლომდე C ჰეპატიტზე ინფიცირების სტატუსის განსაზღვრისა და ამ დაავადებისგან სრულიად უფასოდ განკურნების კუთხით. C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი მიმდინარეობს სამუშაო დღეებში - დილის 09.00 საათიდან 18.00 საათამდე იუსტიციის სახლის შემდეგ მისამართებზე: თბილისი
იმერეთი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
აჭარა
გურია
შიდა ქართლი
სამცხე-ჯავახეთი
ქვემო ქართლი
კახეთი
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)