|
2018-10-30 17:11:31, 803 ნახვა
საზოგადოება
„ODIHR“ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) გამოაქვეყნა მოხსენება „წინასწარი შეფასებებისა და დასკვნების შესახებ“, სადაც დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა. „ODIHR“ აღნიშნავს: „სახელმწიფო უწყებებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად; საარჩევნო კომისიებმა კი, ამომრჩევლებს შესაძლებლობა მისცეს, გადაემოწმებინათ საკუთარი პირადი მონაცემები. საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ეჭვი არ შეაქვთ ამომრჩეველთა სიის სიზუსტეში“. მოხსენებაში დადებითადაა შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საარჩევნო სიის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები. „აღსანიშნავია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევა, რომ ამომრჩეველთა სიიდან ამოეღოთ გარდაცვლილი პირების მონაცემები და რეგისტრაციიდან მოხსნილ ან მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, დოკუმენტები და ფოტოები უფასოდ მიეღოთ“, − აღნიშნულია მოხსენებაში. ამასთან, სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამომრჩევლებს მრავალი შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების და ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი შესწორება მოეთხოვათ.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)