|
2018-10-30 11:53:42, 2887 ნახვა
მსოფლიო
რადას დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში დაბრუნდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წელს დაბრუნდება - ამის შესახებ სააკაშვილის თანაპარტიელმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. როგორც დეპუტატმა განმარტა, ყოფილი გუბერნატორის უკრაინასი დაბრუნება 2019 წლის მაისში იგეგმება. „მიხეილ სააკაშვილი უკრაინასი 2019 წლის მაისში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში ჩამოვა. ხოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ის ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე იქნება“, - განაცხადა დერევიანკომ. ცნობისთვის, თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. ამასთან, მან 2019 წლის საპარამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის მონაწილეობაც დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)