|
2015-06-11 13:09:51, 406 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მომსახურების ხარისხი არ დაეცემა, თუმცა წელს მცხეთის იუსტიციის სახლის იდეას დავემშვიდობებით
"მომსახურების ხარისხი არ დაეცემა, თუმცა წელს მცხეთის იუსტიციის სახლის იდეას დავემშვიდობებით ",-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, თანხების შემცირება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება. კერძოდ, მიმდინარე წელს 2 სოფლის სახლი აღარ აშენდება და საჯარო რეესტრს საკუთარი სათაო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად, 3 მილიონის ბიუჯეტისთვის გადაცემა მოუწევს. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო ბიუჯეტში ასევე, გადარიცხავს მცხეთის იუსტიციის სახლის თანხას, რომელიც ვეღარ აშენდება. თეა წულუკიანის მტკიცებით, იუსტიციის სახლი და ყველა სოფლის სახლი მუშაობას კვლავ მაღალი ხარისხით გააგრძელებს. "ის პროექტები, რაც ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ასეთივე მაღალი ხარისხით გააგრძელებს ყველა იუსტიციის სახლი და ყველა სოფლის სახლი მუშაობას, 4 სოფლის სახლი გაიხსნება ივნისში, 4 შემოდგომაზე, მაგრამ კიდევ ორი- მე-9 და მე-10 სოფლის სახლი გადავა მომავალი წლისთვის. ხარისხი მომსახურების არ დაეცემა, თუმცა ჩვენ დავემშვიდობებით წელს მცხეთის იუსტიციის სახლის იდეას",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)