|
2018-10-26 16:40:52, 1571 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლებაზე იმსჯელეს. 2018 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს, გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს წევრებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ექსპერტების პარტნიორობით, მუშაობა დაიწყო შემდეგი გაიდლაინის და პროტოკოლების განახლებაზე: ფიზიოლოგიური მშობიარობა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ახალ რეკომენდაციებზე დაყრდნობით); ინსტრუმენტული საშოსმხრივი მშობიარობა; მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა; თრომბოემბოლიზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში; მშობიარობის შემდგომი სისხლდენა საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები და საშვილოსნოს ჰიპო-ატონური სისხლდენის მართვა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინებისა და პროტოკოლების განახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და რეპროდუქციული და დედათა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
(NS)
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)