|
2018-10-26 15:10:58, 1973 ნახვა
საზოგადოება
ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის დედა: ტყუილები გავრცელდა და პასუხს გაზღვევინებთ - დანაშაული არ ჩაუდენია
გორში 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ნუნუ ნებიერიძე აცხადებს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. ნუნი ნებიერიძის თქმით, მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მანვე დასძინა, რომ მისი შვილი 9 წელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა. "9 თვის წინ გამოვიდა ციხიდან. ტელეფონის წართმევის ბრალდებით დააკავეს. ღამის 12 საათზე დამადგნენ პოლიციელები და წაიყვანეს ჩემი შვილი. სამსახურში იყო წასული და სახლში დაახლოებით 19:00 საათზე დაბრუნდა. არაფერი უთქვამს. როგორც მითხრა არაფერი დაუშავებია და მეც ასე ვიცი. ეგ იყო შეკერილი საქმე. არანაირი ფოტოები არ ჰქონია. ციხეში, რომ იჯდა იქ ვიღაცას ვათხოვეო ჩიპი თუ ფლეშკაო და იმ ვიღაცამ გადაიწერა თუ გადმოიწერა, მაგდენი არ ვიცი. ქვეყანა ტყუილები გავრცელდა და ამის გამო ყველას პასუხს გაზღვევინებთ. 9 წელი იყო პატიმრობაში და ცხრავე მოიხადა. ყაჩაღობის მუხლი იყო", - განაცხადა დაკავებულის დედამ. ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)