|
2015-06-11 12:42:27, 536 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი სამინისტროს შექმნა წელს და ალბათ გაისადაც გამორიცხულია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიმდინარე წელს ახალი სამინისტროს შექმნას გამორიცხავს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთის მინისტრის იდეის შესახებ მისთვის ცნობილი არაფერია, თუმცა ფიქრობს, რომ ახალი სამინისტროს შექმნა ვერც წელს და ალბათ, ვერ გაისად ვერ მოხდება. "მთის მინისტრის იდეის შესახებ ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი, მაგრამ იმ ძალიან აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რაც 10 წუთის წინ ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა, ყოველშემთხვევაში წელს და ალბათ გაისადაც",-განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივით გამოდის, მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას. როგორც გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი აპარატი მთის განვითარების კუთხით იმუშავებს. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია, ახლა კონსულტაცია მთავრობასთან მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)